კომაროვის სკოლაში 21 ოქტომბერს ჩატარდა “Komarovi IDEATHON”, – ინოვაციების კონკურსი

კომაროვის სკოლაში 21 ოქტომბერს ჩატარდა “Komarovi IDEATHON”, – ინოვაციების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის განვითარებისთვის ახალი იდეების ჩამოყალიბებას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი იდეები ჟიურის წინაშე.

იდეათონის ფარგლებში, მონაწილეებმა შეიმუშავეს პროექტები, რომლებიც სკოლის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. თითოეულმა გუნდმა Ჟიურის გააცნო თავისი იდეა და მისი განხორციელების გეგმა, პროექტები კი შეფასდა ინოვაციურობის, რეალიზებადობისა და მოსალოდნელი სარგებლის მიხედვით.

“Komarovi IDEATHON”-ინოვაციების კონკურსი მარიამ ბლაგიძის და ნინო კუტივაძის ორგანიზებით განხორციელდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:

I ადგილი - მარიამ ზედგინიძე, ნინო მიქაძე

II ადგილი - ანანო კახნიაშვილი, ანასტასია იზორია, ბარბარე კაკულაშვილი

III ადგილი - მათე მშვიდობაძე, ნიკოლოზ სანიკიძე, კონსტანტინე კაპანაძე.

კომაროვის სკოლა დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებებს მომავალი პროექტების განხორციელებაში!

 



ზემოთ